Skip to main content

Posts

მეცხრე დღე

პროექტის მეცხრე დღე იყო შემაჯამებელი სამუშაოებით დატვირთული. პირველივე დღიდან შექმნილი ნამუშევრები ავტვირთეთ დრაივზე და გადავიტანეთ ბლოგზე.მოვახდინეთ კომენტარების დაწერა და გაგზავნა.ამ სახის ტრენინგი არის მასწავლებლის დამხმარე და მოსწავლეთა სწავლების ხელშემწყობი.ტრენერი საინტერესოდ გადმოგვცემდა ინფორმაციებს და გვასწავლიდა პროექტზე დაფუძვნებული სწავლების მეთოდებს. მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერს გაწეული შრომისათვის.                  
Recent posts

დღე მერვე

დღეს ვისწავლეთ შეფასების რუბრიკა დაფასილიტაცია. შევისწავლეთ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს სწავლების პროცესში და როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რაც ძალიან საინტერესო იყო.

დღე მეექვსე

             მოგესალმებით,ბატონო დიმიტრი.ეს იყო ჩვენი მეექვსე გაკვეთილი,რომელიც ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა თითოეული ჩვენგანისთვის.ვისწავლეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად როგორიცაა:1.პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე;2.მოსწავლეთა ნიმუშების შექმნა და მოსწავლეთა პროექტების შეფასება.თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და გამოგვადგება მომავალში.

დღე მეხუთე

ნიშანდობლივია,რომ ყოველ ტრენინგში შეინიშნება სასიამოვნო კითხვა-პასუხის რეჯიმი,რომელიც უმეტესწილად განსაზღვრავს ჩვენს წარმატებულ სვლებს.მადლობას მოგახსენებთ გაწეული ტრენინგისთვის.  

მეოთხე დღე

მოგესალმებით,ბატონო დიმიტრი.დროში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიის მიხედვით,რიგით მეოთხე შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება.ინტერაქცია,რაც ყოველ ჯერზე სხვადასხვა დოზით იჩენს თავს,ფრიად მნიშვნელოვანსა და მიმზიდველს ხდის ამ კურსს.ყოველივესთან ერთად თუნდაც დღეს განხილული თემებიდან ერთ-ერთი:ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება,ზრდის ჩვენს ფოკუსირების სიღრმეს.ეს უკანასკნელი კი ვფიქრობ გამორჩეულ როლს თამაშობს წარმატებასა და ინოვაციურ გამოწვევებში.მადლობას მოგახსენებთ ასეთი ყურადღებისა და თანაგრძნობისთვის.

მესამე დღე

მოგესალმებით,ბატონო დიმიტრი.დღევანდელი დღე და არა მხოლოდ,ცხადყოფს თქვენს პროფესიონალიზმსა და თქვენი ჩვენდამი გულწრფელ დამოკიდებულებას.გაანალიზებული თემებიდან მიჭირს,რომელიმეს გამოყოფა რადგან მათი ლოგიკური ურთიერთქმედება ამის საშუალებას არ იძლევა.მიმაჩნია,რომ ყოველი ტრენინგი სხვა არაფერია,თუ არა,უნიკალური შესაძლებლობა,მიიღო ამოუწურავი ინფორმაცია სასარგებლო,თემატიკების შესახებ და სწორედ დაგეგმო მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები.