დღეს ვისწავლეთ შეფასების რუბრიკა დაფასილიტაცია. შევისწავლეთ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს სწავლების პროცესში და როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რაც ძალიან საინტერესო იყო.
პროექტის მეცხრე დღე იყო შემაჯამებელი სამუშაოებით დატვირთული. პირველივე დღიდან შექმნილი ნამუშევრები ავტვირთეთ დრაივზე და გადავიტანეთ ბლოგზე.მოვახდინეთ კომენტარების დაწერა და გაგზავნა.ამ სახის ტრენინგი არის მასწავლებლის დამხმარე და მოსწავლეთა სწავლების ხელშემწყობი.ტრენერი საინტერესოდ გადმოგვცემდა ინფორმაციებს და გვასწავლიდა პროექტზე დაფუძვნებული სწავლების მეთოდებს. მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერს გაწეული შრომისათვის.
ნიშანდობლივია,რომ ყოველ ტრენინგში შეინიშნება სასიამოვნო კითხვა-პასუხის რეჯიმი,რომელიც უმეტესწილად განსაზღვრავს ჩვენს წარმატებულ სვლებს.მადლობას მოგახსენებთ გაწეული ტრენინგისთვის.
Comments
Post a Comment