მოგესალმებით,ბატონო დიმიტრი.დროში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიის მიხედვით,რიგით მეოთხე შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება.ინტერაქცია,რაც ყოველ ჯერზე სხვადასხვა დოზით იჩენს თავს,ფრიად მნიშვნელოვანსა და მიმზიდველს ხდის ამ კურსს.ყოველივესთან ერთად თუნდაც დღეს განხილული თემებიდან ერთ-ერთი:ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება,ზრდის ჩვენს ფოკუსირების სიღრმეს.ეს უკანასკნელი კი ვფიქრობ გამორჩეულ როლს თამაშობს წარმატებასა და ინოვაციურ გამოწვევებში.მადლობას მოგახსენებთ ასეთი ყურადღებისა და თანაგრძნობისთვის.
პროექტის მეცხრე დღე იყო შემაჯამებელი სამუშაოებით დატვირთული. პირველივე დღიდან შექმნილი ნამუშევრები ავტვირთეთ დრაივზე და გადავიტანეთ ბლოგზე.მოვახდინეთ კომენტარების დაწერა და გაგზავნა.ამ სახის ტრენინგი არის მასწავლებლის დამხმარე და მოსწავლეთა სწავლების ხელშემწყობი.ტრენერი საინტერესოდ გადმოგვცემდა ინფორმაციებს და გვასწავლიდა პროექტზე დაფუძვნებული სწავლების მეთოდებს. მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერს გაწეული შრომისათვის.
ქალბატონო მაგული, გავეცანი თქვენს კითხვებს,ვფიქრობ ეს კითხვები შეესაბამება თქვენს პროექტს -"ბავშვების საყვარელი ფრინველები",ამ თემისთვის მიზანშეწონილია აღნიშნული კითხვები.
ReplyDeleteშემდეგში შეიზლება ასეთი შეკითხვა იყოს-რით განსხვავდებიან გარეული და შინაური ცხოველები ერთმანეტისგან.